მოხალისეობრივი გაცვლითი პროგრამა

თუ უკვე სრულად ფლობთ ინფორმაციას ჩვენი პროგრამის შესახებ, გაიარეთ სწრაფი რეგისტრაცია.

მოხალისეობრივი გაცვლითი პროგრამა (Global Volunteer)

გაეცანით დეტალურ ინფორმაციას

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

  • ნებისმიერი ახალგაზრდა 18 დან 29 წლამდე
  • ინგლისური ენა: Intermediate – თავისუფალი სასაუბრო
  • უნარები: ლიდერული უნარჩვევები, ეფექტური კომუნიკაცია

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირობების შესახებ:

  • რეგისტრაცია და შესარჩევ ეტაპებში მონაწილეობა უფასოა.
  • პროექტების უმრავლესობა მთლიანად ფარავს საცხოვრებელ ხარჯებს და მინიმუმ ერთჯერად კვებას.
  • თითოეულ პროექტზე პირობები განსხვავებულია და გეცნობებათ არჩევამდე.
  • საცხოვრებელი შესაძლოა წარმოადგენდეს როგორც მასპინძელ ოჯახს ისე სტუდენტურ საცხოვრებელს.

AIESEC-სა და ISIE-ს თანამშრომლობის ფარგლებში ახალგაზრდა ღებულობს მონაწილეობას პიროვნულ განვითარების სემინარში და მიემგზავრება საზღვარგარეთ აისეკის მიერ ორგანიზებულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. გაიცემა როგორც სემინარში, ისე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის სერთიფიკატებ

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა განავითარონ უნარები, რომლებიც მათ დაეხმარებათ მომავალში, გაიუმჯობესონ ინგლისური ენა და ამასთანავე, პროექტში მონაწილეობით მოახდინონ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე. პროექტები ეხება შემდეგ თემებს: განათლება, კულტურული მრავალფეროვნება, კარიერული განვითარება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, მენეჯმენტი.

  • ამჟამად აქტიური ქვეყნები: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (რუმინეთი, უკრაინა, თურქეთი)
  • ხანგრძლივობა: ჯამში 7-9 კვირა (1 ტრენინგი საქართველოში, 6-8 პროგრამა საზღვარგარეთ)
  • საზღვარგარეთ გამგზავრების პერიოდი: ზაფხული-შემოდგომა-ზამთარი 2021.
  • გასაუბრების ეტაპი: გასაუბრება ტარდება ონლაინ Zoom-ის მეშვეობით.
  • ღირებულება: ჯამურად 800 ლარი (240ლ ISIE / 560ლ AIESEC, ანუ ჯამში დაახლ. 190 EUR ექვ.)
  • საცხოვრებელი საზღვარგარეთ: პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია.
  • მგზავრობა: საქართველო-ქვეყანა-საქართველო მგზავრობას იხდის მონაწილე.
  • ISIE სერთიფიკატი: ISIE-ს მიერ გაიცემა ინგლისურ ენოვანი სერთიფიკატი “პიროვნული განვითარების სემინარში” მონაწილეობის თაობაზე.
  • AIESEC სერთიფიკატები: AIESEC-ს მიერ გაიცემა ერთი – ორენოვანი სერთიფიკატი აისეკ საქართველოს მიერ, ხოლო მეორე – საერთაშორისო სერთიფიკატი პროექტის დასრულებისა და საბოლოო ტესტის შევსების შემდეგ.

ორი სიტყვით: “ამ პროგრამაში ღებულობ საერთაშორისო მოხალისეობრივ გამოცდილებას.”

რას მიიღებთ?

საერთაშორისო გამოცდილებას
გუნდურ მუშაობას
პიროვნულ განვითარებას
მოგზაურობას და თავგადასავლებს

მონაწილის გამოცდილება

ყოველდღიურად ვიღებთ კითხვებს რა არის რეალურად ეს პროექტი? რა კონკრეტულ გამოცდილებებს გულისხმობს? რას მივიღებთ მონაწილეობის შემდეგ? სწორედ ამიტომ, ჩვენს ერთერთი მონაწილეს ვთხოვეთ 1 წუთში გაეცა ამ შეკითხვებზე პასუხი. აღნიშნულ პროექტში საქართველოდან 300-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს წლიურად.

 

Lead the change

რას მიიღებთ ამ პროექტზე? მოვუსმინოთ 1 წუთი თეონას! მიიღე უნიკალური გამოცდილება, გაემგზავრე ევროპაში დაფინანსებულ პროექტზე 6 კვირით! – www.isie.ge/europe რეგისტრაცია დღესვე!

Posted by გაცვლითი პროგრამა ევროპაში on ორშაბათი, 05 მარტი, 2018

არა! გასაუბრება საკმაოდ მარტივია. ინგლისურ ენაზე, ინდივიდუალურად. ისაუბრებთ საკუთარ გამოცდილებებზე, მოტივაციასა და სამომავლო გეგმებზე.

არა, შესარჩევი ეტაპი უფასოა. მონაწილე მხოლოდ მას შემდეგ იხდის თანხას, როცა ის შერჩეულია და გარანტირებულად იღებს მონაწილეობას პროექტში.

ეს პროექტი ორი დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ არის ორგანიზებული, ესენია ააიპ აისეკ საქართველო და შპს აიესაი ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა:

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: www.exchangeprogram/seminar

პროექტის განმავლობაში შეიძლება მოგიწიოთ როგორც საერთო საცხოვრებელში, ასევე მასპინძელ ოჯახში ცხოვრება. ამ დეტალების შესახებ თავად პროექტზე მორგების შემდეგ გეცნობებათ მიმღები კომიტეტის მიერ.

გარკვეულ პროექტებზე დაფინანსებულია, გარკვეულ პროექტებზე ნაწილობრივ და ნაწილ პროექტებზე არ არის დაფინანსებული. პროექტის პირობებს წინასწარ ხედავთ და თავად ირჩევთ სასურველი პირობების მქონე პროექტს.

ჩვენ გავცემთ შესაბამის ცნობას თქვენი მონაწილეობის შესახებ, რომლის წარდგენის შემთხვევაშიც როგორც უნივერსიტეტები ისე სამსახურები ითვალისწინებენ ამ გამოცდილებას კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.

პროგრამის დასაწყისში გაქვთ მოსამზადებელი რამოდენიმე დღე, აქ გიტარებენ ტრენინგს/სემინარს, უშუალოდ პროექტის დეტალების შესახებ (შინაარსი მრავალფეროვანია, განსხვავდება თითოეულ პროექტზე). შემდეგ თავად დაიწყებთ სემინარების, პრეზენტაციების, ვორქშოპებისა და სხვა აქტივობების ჩატარებას კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფებთან, სკოლებში, უნივერსიტეტებში, ორგანიზაციებში (მიზნობრივი ჯგუფებიც მრავალფეროვანია). მიმდინარე პერიოდში შესაძლებლობა გაქვთ ჩაერთოთ აისეკის ლოკალურ აქტივობებშიც, დაესწროთ კონფერენციებს, გაიცნოთ ორგანიზაციის წევრები და თქვენი ინტერესის მიხედვით დაკავდეთ (ეს ინდივიდუალურია). პროგრამის ბოლოს გაქვთ შემაჯამებელი შეხვედრები. გაითვალისწინეთ, ეს ყველაფერი ხდება 7-8 ან მეტი უცხოელი ახალგაზრდებისგან შემდგარ გუნდში, საღამოობით და კვირის ბოლოს ერთობით და მეგობრობთ მათთან, ათვალიერებთ ქალაქს და ტკბებთ მოგზაურობით. – ეს არის ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა, რომელიც გეხმარებათ განივითაროთ ლიდერული უნარჩვევები, გამოცადოთ გუნდური მუშაობა და საერთაშორისო გარემო, გაეცნოთ ახალ კულტურებს და იმოგზაუროთ.

არა, გასაუბრება მარტივია. მთავარია ისაუბროთ დამაჯერებლად, მშვიდად და თქვათ სიმართლე თითოეულ შეკითხვაზე.

რეგისტრაციის შემდგომ თქვენ მიიღებთ E-mail-ს და SMS-ს გასაუბრების ადგილისა და დროის თაობაზე. თუ გასაუბრებაზე ვერ გამოცხადდებით შემდეგ 3-ჯერ კვლავ დაგიბარებთ შესარჩევი ეტაპების გუნდი, თუ მაშინაც არ გამოცხადდებით თქვენთან კომუნიკაცია შეწყდება და რეგისტრაცია კვლავ უნდა გაიაროთ.