პროფესიული გაცვლითი პროგრამა

თუ უკვე სრულად ფლობთ ინფორმაციას ჩვენი პროგრამის შესახებ, გაიარეთ სწრაფი რეგისტრაცია.

პროფესიული გაცვლითი პროგრამა (Global Talent)

გაეცანით დეტალურ ინფორმაციას

შესარჩევი ეტაპები და პროცესები

  • გაიარეთ სწრაფი რეგისტრაცია – ამ ფორმის მეშვეობით.
  • რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ E-mail / SMS და გაივლით გასაუბრებას ინდივიდუალურად ფიზიკურად ან Zoom-ის მეშვეობით.
  • გასაუბრების წარმატებით გადალახვის შემთხვევაში იწყება პროგრამაზე მორგების პროცესი.
  • პროგრამაზე მორგების პროცესისთვის გამოგზავნით CV-ს. დააჭირეთ აქ, რომ ჩამოტვირთოთ CV – შეავსეთ და გქონდეთ მზად.
  • პროგრამაზე მორგების პროცესის პარალელურად იღებთ მონაწილეობას ISIE-ს პიროვნულ განვითარების სემინარში და ემზადებით პროგრამისთვის საზღვარგარეთ.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

  • აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე ან კურსდამთავრებული
  • ახალგაზრდა 18 დან 29 წლამდე
  • ინგლისური ენის დონე: Upper-Intermediate ან Advanced
  • სასურველია სამუშაო გამოცდილების ქონა, შესარჩევ ეტაპზე დაგჭირდებათ CV გამოგზავნა ჩვენს ფორმატში, დაიჭირეთ თადარიგი.
  • უნარები: ლიდერული უნარჩვევები, ეფექტური კომუნიკაცია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირობების შესახებ:

  • რეგისტრაცია და შესარჩევ ეტაპებში მონაწილეობა უფასოა.
  • პროექტების უმრავლესობა მთლიანად ფარავს საცხოვრებელ ხარჯებს და მინიმუმ ერთჯერად კვებას.
  • თითოეულ პროექტზე პირობები განსხვავებულია და გაეცნობებით შესარჩევი ეტაპის შემდგომ.
  • საცხოვრებელი შესაძლოა წარმოადგენდეს როგორც მასპინძელ ოჯახს, ნაქირავებ ბინას ისე სტუდენტურ საცხოვრებელს.

AIESEC-სა და ISIE-ს თანამშრომლობის ფარგლებში ახალგაზრდა ღებულობს მონაწილეობას პიროვნულ განვითარების სემინარში და მიემგზავრება საზღვარგარეთ აისეკის მიერ ორგანიზებულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. გაიცემა როგორც სემინარში, ისე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის სერთიფიკატებ

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა განავითარონ უნარები, რომლებიც მათ დაეხმარებათ მომავალში, გაიუმჯობესონ ინგლისური ენა და ამასთანავე, პროექტში მონაწილეობით მოახდინონ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე. პროექტები ეხება შემდეგ თემებს: განათლება, კულტურული მრავალფეროვნება, კარიერული განვითარება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, მენეჯმენტი.

  • ამჟამად აქტიური ქვეყნები: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (გერმანია, უნგრეთი, რუმინეთი, უკრაინა, თურქეთი)
  • ხანგრძლივობა:  1 ტრენინგი საქართველოში, 6-18 თვე პროგრამა საზღვარგარეთ (ირჩევთ ინდივიდუალურად).
  • საზღვარგარეთ გამგზავრების პერიოდი: შესარჩევი ეტაპიდან 2 თვის ვადაში.
  • გასაუბრების ეტაპი: გასაუბრება ტარდება ონლაინ Zoom-ის მეშვეობით ან ფიზიკურად, ინდივიდუალურად.
  • ღირებულება: ჯამურად 900 ლარი (270ლ ISIE / 630ლ AIESEC, ანუ ჯამში დაახლ. 240 EUR ექვ.)
  • საცხოვრებელი საზღვარგარეთ: პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია.
  • მგზავრობა: საქართველო-ქვეყანა-საქართველო მგზავრობას იხდის მონაწილე.
  • ISIE სერთიფიკატი: ISIE-ს მიერ გაიცემა ინგლისურ ენოვანი სერთიფიკატი “პიროვნული განვითარების სემინარში” მონაწილეობის თაობაზე.
  • AIESEC სერთიფიკატები: AIESEC-ს მიერ გაიცემა ერთი – ორენოვანი სერთიფიკატი აისეკ საქართველოს მიერ, ხოლო მეორე – საერთაშორისო სერთიფიკატი პროექტის დასრულებისა და საბოლოო ტესტის შევსების შემდეგ.

ორი სიტყვით: “ამ პროგრამაში ღებულობ საერთაშორისო სამუშაო გამოცდილებას.”

რას მიიღებთ?

საერთაშორისო გამოცდილებას
გუნდურ მუშაობას
პიროვნულ განვითარებას
მოგზაურობას და თავგადასავლებს

მონაწილის გამოცდილება

ყოველდღიურად ვიღებთ კითხვებს რა არის რეალურად ეს პროექტი? რა კონკრეტულ გამოცდილებებს გულისხმობს? რას მივიღებთ მონაწილეობის შემდეგ? სწორედ ამიტომ, ჩვენს ერთერთი მონაწილეს ვთხოვეთ 1 წუთში გაეცა ამ შეკითხვებზე პასუხი. აღნიშნულ პროექტში საქართველოდან 300-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს წლიურად.

 

Lead the change

რას მიიღებთ ამ პროექტზე? მოვუსმინოთ 1 წუთი თეონას! მიიღე უნიკალური გამოცდილება, გაემგზავრე ევროპაში დაფინანსებულ პროექტზე 6 კვირით! – www.isie.ge/europe რეგისტრაცია დღესვე!

Posted by გაცვლითი პროგრამა ევროპაში on ორშაბათი, 05 მარტი, 2018

განავითარე საკუთარი თავი, იმუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებში, შენთვის სასურველი პროფესიით და მიიღე საერთაშორისო გამოცდილება:

  • გლობალური სტაჟირების პროგრამა   საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ ინკლუზიურ გარემოში, შეითვისოთ ახალი უნარები და შეიძინოთ ლიდერული უნარები.
  • თქვენი  გამოცდილების შესაბამისად, შეგიძლიათ იპოვოთ და მოერგოთ თქვენთვის სასურველ პროგრამას .
  • პროგრამა გეხმარებათ მიიღოთ პროფესიული გამოცდილება და გზა გაიკვალოთ წარმატებული კარიერისაკენ.
  • პროგრამა გრძელვადიანია და გრძელდება 6-დან 18 თვემდე, იგი გაძლევთ ლეგალურად დასაქმებისა და ანაზღაურების შესაძლებლობას.

არა! გასაუბრება საკმაოდ მარტივია. ინგლისურ ენაზე, ინდივიდუალურად. ისაუბრებთ საკუთარ გამოცდილებებზე, მოტივაციასა და სამომავლო გეგმებზე.

არა, შესარჩევი ეტაპი უფასოა. მონაწილე მხოლოდ მას შემდეგ იხდის თანხას, როცა ის შერჩეულია და გარანტირებულად იღებს მონაწილეობას პროექტში.

ეს პროექტი ორი დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ არის ორგანიზებული, ესენია ააიპ აისეკ საქართველო და შპს აიესაი ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა:

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: www.exchangeprogram/seminar

პროექტის განმავლობაში შეიძლება მოგიწიოთ როგორც საერთო საცხოვრებელში, ასევე მასპინძელ ოჯახში ცხოვრება. ამ დეტალების შესახებ თავად პროექტზე მორგების შემდეგ გეცნობებათ მიმღები კომიტეტის მიერ.

გარკვეულ პროექტებზე დაფინანსებულია, გარკვეულ პროექტებზე ნაწილობრივ და ნაწილ პროექტებზე არ არის დაფინანსებული. პროექტის პირობებს წინასწარ ხედავთ და თავად ირჩევთ სასურველი პირობების მქონე პროექტს.

ჩვენ გავცემთ შესაბამის ცნობას თქვენი მონაწილეობის შესახებ, რომლის წარდგენის შემთხვევაშიც როგორც უნივერსიტეტები ისე სამსახურები ითვალისწინებენ ამ გამოცდილებას კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.