დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ AIESEC საქართველოს ოფიციალური ვებ გვერდი: www.aiesec.ge

AIESEC და ISIE თანამშრომლობენ 2012 წლიდან, პროექტი ხელშეკრულებით ძალაშია 2020 წლის ჩათვლით, თუმცა მიზნები შორს მიმავალია და გახანგრძლივდება საერთო დასახული ამოცანების მისაღწევად.

ჩვენ წარმოვადგენთ ახალგაზრდა ლიდერების ორგანიზაციას.

ორგანიზაციის წევრებს აერთიანებთ ერთი მიზანი, მშვიდობა და კაცობრიობის პოტენციალის რეალიზება.

აისეკი დღეს

დღევანდელი მონაცემებით აისეკი მსოფლიოში ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაციია, რომელიც საშუალებას აძლებს ახალგაზრდებს მიიღონ პრაკტიკული გამოცდილება საზღვარგარეთ , განივითარონ ლიდერული თვისებები და დაეხმარონ სხვებს საკუთარი თავის პოვნასა და რეალიზაციაში.

1948

აისეკი დაარსდა 1948 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ , მაშინ როცა 7 ახალგაზრდას სხვადასხვა ქვეყნებიდან დაებადათ იდეა , შეექმნათ ახალგზრდული ორგანიზაცია რომელიც გაცვლითი პროგრამების საშუალებით ქვეყნებს შორის კულტურის მიმოცვლას და ახალგაზრდების განვითარებას ხელს შეუწყობდა . იმ დროისთვის წლიური მონაცემი მხოლოდ ერთს შეადგენდა , ერთი მოხალისე და მხოლოდ ერთი პროექტი.

1977

1977 წლისთვის აისეკი უკვე 50ზე მეტ ქყვეყანაში არსებობდა 6 კონტინენტის მასშტაბით, ამ დროითვის 40.000 მეტ ახალგაზრდას უკვე მიღებული ქონდა მონაწილეობა აისეკის გაცვლით პროგრამებში რომლებიც მათი ლიდერული თვისებების განვითარებაზე იყო მორგებული.

2010

მხოლოდ 2010 წლის მონაცემებით 10.000 მეტმა ახალგაზრდამ მიიღო აისეკის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა ,რაც აისეკის არსებობის მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენდა .

2015

2015 წელს აისეკის ლიდერებმა 126 ქვეყნიდან თავი მოიყარს გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-ირკში რათა გაეროს სხვა წევრებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად თავიანთი წვილი შეეტანათ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ჩამოყალიბებასა და მათ გავითარებაში.