თუ უკვე სრულად ფლობთ ინფორმაციას ჩვენი პროგრამის შესახებ, გაიარეთ სწრაფი რეგისტრაცია.

პროგრამის შესახებ

გაეცანით დეტალურ ინფორმაციას

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

  • ნებისმიერი ახალგაზრდა 18 დან 29 წლამდე
  • ინგლისური ენა: Intermediate – თავისუფალი სასაუბრო
  • უნარები: ლიდერული უნარჩვევები, ეფექტური კომუნიკაცია

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირობების შესახებ:

  • რეგისტრაცია და შესარჩევ ეტაპებში მონაწილეობა უფასოა.
  • საზღვარგარეთ საცხოვრებელი 100% დაფინანსებულია.

AIESEC-სა და ISIE-ს თანამშრომლობის ფარგლებში ახალგაზრდა ღებულობს მონაწილეობას პიროვნულ განვითარების სემინარში და მიემგზავრება საზღვარგარეთ აისეკის მიერ ორგანიზებულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად. გაიცემა როგორც სემინარში, ისე გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის სერთიფიკატებ. AIESEC-ის პროგრამებში მონაწილეობა ახალგაზრდებს შეუძლიათ ამ პარტნიორობისგან დამოუკიდებლადაც და არა მხოლოდ ამ ვებ გვერდზე მოცემულ ქვეყნებში, მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში. ამ პარტნიორობის შესახებ დეტალებს გაეცანით აქ: www.exchangeprogram.ge/partnership

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობით ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა განავითარონ უნარები, რომლებიც მათ დაეხმარებათ მომავალში, გაიუმჯობესონ ინგლისური ენა და ამასთანავე, პროექტში მონაწილეობით მოახდინონ დადებითი გავლენა საზოგადოებაზე. პროექტები ეხება შემდეგ თემებს: განათლება, კულტურული მრავალფეროვნება, კარიერული განვითარება, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, მენეჯმენტი.

  • ქვეყნები: იტალია, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა. (თქვენ ირჩევთ 3 ქვეყანას და მიდიხართ არჩეული 3 ქვეყნიდან ერთერთში)
  • ხანგრძლივობა: ჯამში 7 კვირა (1 ტრენინგი საქართველოში, 6 პროგრამა საზღვარგარეთ)
  • საზღვარგარეთ გამგზავრების პერიოდი: ზამთარი 2020, გაზაფხული 2020, ზაფხული 2020.
  • გასაუბრების ეტაპი: ნებისმიერ სეზონზე მონაწილეობისთვის გასაუბრება უნდა გაიაროთ რეგისტრაციიდან 1 დღეში. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მიიღებთ ინფორმაციას გასაუბრების თაობაზე და გთხოვთ, დაგვიდასტუროთ გასაუბრებაზე დასწრება SMS-ით ან E-mail-ით.
  • ღირებულება: 800 ლარი (240ლ ISIE და 560ლ AIESEC)
  • საცხოვრებელი საზღვარგარეთ: პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია.
  • მგზავრობა: საქართველო-ქვეყანა-საქართველო მგზავრობას იხდის მონაწილე.
  • გაიცემა 2 სერთიფიკატი: 1) ტრენინგისთვის (ISIE) 2) გაცვლითი პროგრამისთვის (AIESEC).

რეგისტრაცია

გაიარე რეგისტრაცია დღესვე

რეგისტრაციამდე პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ: www.exchangeprogram.ge
* Required
    This is a required question
    This is a required question
    This is a required question
    This is a required question
    This is a required question
    This is a required question
    This is a required question
    Never submit passwords through Google Forms.

რას მიიღებთ?

საერთაშორისო გამოცდილებას
გუნდურ მუშაობას
პიროვნულ განვითარებას
მოგზაურობას და თავგადასავლებს

მონაწილის გამოცდილება

ყოველდღიურად ვიღებთ კითხვებს რა არის რეალურად ეს პროექტი? რა კონკრეტულ გამოცდილებებს გულისხმობს? რას მივიღებთ მონაწილეობის შემდეგ? სწორედ ამიტომ, ჩვენს ერთერთი მონაწილეს ვთხოვეთ 1 წუთში გაეცა ამ შეკითხვებზე პასუხი. აღნიშნულ პროექტში საქართველოდან 300-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს წლიურად.

 

Lead the change

რას მიიღებთ ამ პროექტზე? მოვუსმინოთ 1 წუთი თეონას! მიიღე უნიკალური გამოცდილება, გაემგზავრე ევროპაში დაფინანსებულ პროექტზე 6 კვირით! – www.isie.ge/europe რეგისტრაცია დღესვე!

Posted by გაცვლითი პროგრამა ევროპაში on ორშაბათი, 05 მარტი, 2018

არა, გასაუბრება მარტივია. მთავარია ისაუბროთ დამაჯერებლად, მშვიდად და თქვათ სიმართლე თითოეულ შეკითხვაზე.

არა, შესარჩევი ეტაპი უფასოა. მონაწილე მხოლოდ მას შემდეგ იხდის თანხას, როცა ის შერჩეულია და გარანტირებულად იღებს მონაწილეობას პროექტში.

ეს პროექტი ორი დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიერ არის ორგანიზებული, ესენია ააიპ აისეკ საქართველო და შპს აიესაი ინტელექტისა და განათლების საერთაშორისო სკოლა:

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ: www.exchangeprogram/seminar

ევროპაში იცხოვრებთ საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში ან ოჯახში. არჩევანს აკეთებთ თქვენ.

გარკვეულ პროექტებზე დაფინანსებულია, გარკვეულ პროექტებზე ნაწილობრივ და ნაწილ პროექტებზე არ არის დაფინანსებული. პროექტის პირობებს წინასწარ ხედავთ და თავად ირჩევთ სასურველი პირობების მქონე პროექტს.

ჩვენ გავცემთ შესაბამის ცნობას თქვენი მონაწილეობის შესახებ, რომლის წარდგენის შემთხვევაშიც როგორც უნივერსიტეტები ისე სამსახურები ითვალისწინებენ ამ გამოცდილებას კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.

პროგრამის დასაწყისში გაქვთ მოსამზადებელი რამოდენიმე დღე, აქ გიტარებენ ტრენინგს/სემინარს, უშუალოდ პროექტის დეტალების შესახებ (შინაარსი მრავალფეროვანია, განსხვავდება თითოეულ პროექტზე). შემდეგ თავად დაიწყებთ სემინარების, პრეზენტაციების, ვორქშოპებისა და სხვა აქტივობების ჩატარებას კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფებთან, სკოლებში, უნივერსიტეტებში, ორგანიზაციებში (მიზნობრივი ჯგუფებიც მრავალფეროვანია). მიმდინარე პერიოდში შესაძლებლობა გაქვთ ჩაერთოთ აისეკის ლოკალურ აქტივობებშიც, დაესწროთ კონფერენციებს, გაიცნოთ ორგანიზაციის წევრები და თქვენი ინტერესის მიხედვით დაკავდეთ (ეს ინდივიდუალურია). პროგრამის ბოლოს გაქვთ შემაჯამებელი შეხვედრები. გაითვალისწინეთ, ეს ყველაფერი ხდება 7-8 ან მეტი უცხოელი ახალგაზრდებისგან შემდგარ გუნდში, საღამოობით და კვირის ბოლოს ერთობით და მეგობრობთ მათთან, ათვალიერებთ ქალაქს და ტკბებთ მოგზაურობით. – ეს არის ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა, რომელიც გეხმარებათ განივითაროთ ლიდერული უნარჩვევები, გამოცადოთ გუნდური მუშაობა და საერთაშორისო გარემო, გაეცნოთ ახალ კულტურებს და იმოგზაუროთ.

რეგისტრაციის შემდგომ თქვენ მიიღებთ E-mail-ს და SMS-ს გასაუბრების ადგილისა და დროის თაობაზე. თუ გასაუბრებაზე ვერ გამოცხადდებით შემდეგ 3-ჯერ კვლავ დაგიბარებთ შესარჩევი ეტაპების გუნდი, თუ მაშინაც არ გამოცხადდებით თქვენთან კომუნიკაცია შეწყდება და რეგისტრაცია კვლავ უნდა გაიაროთ.